ჰემოფილია მამაკაცებში გავრცელებული დაავადებაა

24 May, 2022
ჰემოფილია მამაკაცებში გავრცელებული დაავადებაა. იგი არის მემკვიდრული დაავადება, შესაბამისად იგი გენეტიკურად ვრცელდება. გადამცემი კი ქალია. ჰემოფილია დაკავშირებულია კოაგულაციის ანუ სისხლის შედედების ფაქტორის დარღვევასთან . ამ დაავადების დროს შესაძლოა განვითარდეს სისხლჩაქცევები სახსრებში, კუნთებში და შინაგან ორგანოებში. სისხლდენა შეიძლება განვითარდეს სპონტანურად, მცირედი ტრავმის ან ჭრილობის შედეგად.

მსოფლიოში ყოველ 10 000 მამრობითი სქესის ახალშობილზე მოდის დაახლოებოთ 1 ჰემოფილიით დაავადებული.