ინფექციური მონონუკლეოზი

24 May, 2022
ინფექციური მონონუკლეოზი ვირუსული დაავადებაა, რომელიც გადაეცემა ნერწყვით, კოცნით. ხასიათდება მაღალი კონტაგიოზობით. ძირითადად ავადდებიან ბავშვები და მოზარდები.

 

ინფექციური მონუნუკლეოზის გამომწვევი ვირუსია (Epstein-Barr ) ვირუსის ინკუბაციის პერიდი 4-6 კვირაა.

დაავადებისთვის დამახასიათებელია: სართო სისუსტე, დაღლილობა, ტემპერატურის მომატება, ყელის ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება კისრის და იღლიის არეში, ტონზილების შეშუპება, სპლენომეგალია (ელენთის ზომაში გადიდება)

ინფექციური მონუნუკლეოზი შეიძლება გართულდეს სპლენომეგალით, რომელმაც შემდგომ გამოიწვიოს ელენთის რუპტურა(გასკდომა), სიყვითლით, ჰეპატიტით, ანემიით, მიოკარდიტით, მენინგიტით, ენცეფალიტით.

დიაგნოზის დასმა ხორციელდება ფიზიკალური გასინჯვით, სისხლში ვირუსის ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრით.