იოკარდიუმის ინფარქტი

24 May, 2022

მიოკარდიუმის ინფარქტი – გულის კუნთოვანი ქსოვილის ნეკროზია, რაც ჟანგბადის დეფიციტით არის განპირობებული, ანუ ამ დროს გულის კუნთს საკმარისი რაოდენობის სისხლი არ მიეწოდება, რის გამოც გულის კუნთი ზიანდება.

როგორ ამოვიცნოთ ინფარქტი?

მოჭერის, ზეწოლის ან შებოჭვის შეგრძნება და ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რაც რამდენიმე წუთს გრძელდება. ტკივილი, რომელიც გულმკერდიდან ვრცელდება ბეჭების, მხრების, ზურგის მიდამოში .ქოშინი, ოფლიანობა , სიკვდილის შიში, გულისრევა და ღებინება. გულის წასვლის შეგრძნება. პაციენტმა, რომელსაც გულის შეტევა აქვს, დრო არ უნდა დაკარგოს. გახსოვდეთ! ყოველი წამი ზრდის დაზიანებული და მკვდარი უჯრედების რაოდენობას . განვითარების რისკი, იზრდება 50 წლის შემდეგ, გაცილებით ხშირია მამაკაცებში , ვიდრე ქალებში .