კომში

24 May, 2022

კომში ბუნებრივი პოლივიტამინია, შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, კალიუმს, რკინას, ფოსფორს და კობალტს. ვიტამინებს B1, B2, PP, C და E-ს . მისი არა მხოლოდ ნაყოფი, არამედ კურკა და ფოთოლიც კი სასარგებლოა.
გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის გასაუმჯობესებლად.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს .
ახასიათებს ანტისეპტიკური მოქმედება. კარგად მოქმედებს ხველების დროს, როგორც ამოსახველებელი საშუალება. აგრეთვე რკინის მაღალი შემცველობის გამო იყენებენ რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის .
კომშის რბილობსა და კურკას აქვს შემკვრელი ეფექტი გამოიყენება ფაღარათის დროს.