კრიპტორხიზმი

24 May, 2022
კრიპტორხიზმი, სათესლე პარკში ცალი ან ორივე ჯირკვლის ჩამოუსვლელობაა, სათესლე ჯირკვლები მუცლის ღრუში ვითარდება და საზარდულის არხის გავლით ჩამოდის სათესლე პარკში. ამ პროცესის შეფერხება შესაძლოა გენეტიკური ან ჰორმონალური დარღვევებით იყოს განპირობებული. ძირითადად პროცესი ბუნებრივად ვითარდება ბავშვის სიცოცხლის პირველ 6 თვეში, წინააღმდეგ შემთხვევაში საჭიროებს მედიკამენტური მკურნალობის ჩატარებას ჰორმონული პრეპარატებით. მედიკამენტური მკურნალობის შედეგად თუ ჯირკვალი ორ წლამდე პარკში არ ჩამოვიდა საჭიროა ქირურგიულ ჩარევა. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება კრიპტორქიზმს მოჰყვეს-უნაყოფობაა.