მენოპაუზა (იგივე კლიმაქსი)

24 May, 2022
როდის იწყება მენოპაუზა? როდესაც ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს ჰორმონალური ძვრები, საკვერცხეებში აღარ მწიფდება კვერცხუჯრედი და ორგანიზმი აღარ გამოიმუშავებს ჰორმონ ესტროგენს. მენოპაუზის საშუალო ასაკია 51 წელი, თუმცა ის შეიძლება დაიწყოს 45-55 წლის შუალედში. მენოპაუზის სიმპტომები ჩნდება მაშინ, როდესაც ბოლო მენსტრუაციიდან უკვე ერთი წელია გასული მენსტრუალური ციკლის სრულ შეწყვეტამდე. რამდენიმე თვის განმავლობაში ციკლი საერთოდ წყდება და გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლებელია კვლავ განახლდეს. მენოპაუზა ბუნებრივი პროცესია და არა დაავადება. ზოგ შემთხვევბში უსიმპტომოდ მიმდინარეობს – ციკლი წყდება და ყველაფერი ამით მთავრდება, მაგრამ არის შემთხვევები რომელსაც თან ერთვის : სუნთქვის უკმარისობა, ალები (წამოხურება), ოფლიანობა, ძილის დარღვევა, ტახიკარდია, გაღიზიანებადობა.

მკურნალობა კომპლექსური და ინდივიდუალურია, ექიმმა უნდა დანიშნოს გარკვეული გამოკვლევების შემდეგ ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია. აგრეთვე მიზანშეწონილია კალიუმით მდიდარი საკვების მიღება, ვარჯიში და დამამშვიდებეული მცენარეული საშულებების მიღება.