მკერდის ტკივილი
მკერდის ტკივილი (მასტალგია) – არის გავრცელებული ჩივილი ქალებში, უფრო აღენიშნებათ ახალგაზრდა ქალებს, თუმცა ზოგჯერ აქვთ მენოპაუზაში მყოფ ქალებსაც. უმრავლეს შემთხვევაში მკერდის ტკივილი არის არასიმსივნური (კეთილთვისებიანი) პათოლოგიით გამოწვეული და იშვიათად მიანიშნებს ავთვისებიან სიმსივნეზე.
მკერდის ტკივილი შეიძლება იყოს მუდმივი ან განვითარდეს დროგამოშვებით:
მსუბუქიდან – საშუალო ტკივილი ორივე მკერდის, რომელიც იწყება 2-3 დღით ადრე მენსტრუაციამდე და გრძელდება რამოდენიმე დღე, არის ნორმალური და დაკავშირებულია რეპროდუქციული ჰორმონების ცვლილებასთან. ციკლთან დაკავშირებული მკერდის ტკივილი ხშირად მცირდება ან ქრება ორსულობის ან მენოპაუზის შემდეგ.
საშუალოდან – ძლიერი ტკივილი ორივე მკერდის, რომელიც გრძელდება კვირა ან უფრო ხანგრძლივად ყოველ თვეში, იწყება მენსტრუაციამდე და ზოგჯერ გრძელდება მთელი ციკლის განმავლობაში ან მთელი თვე და არ არის დაკავშირებული ციკლთან.
ზოგჯერ მკერდის ტკივილის მიზეზის ახსნა ვერ ხერხდება. შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ფაქტორით გამოწვეული: არაციკლური მკერდის ტკივილი ხშირად გამოწვეულია სარძევე სადინრების ან ჯირკვლების სტრუქტურის შეცვლით. მაგალითად, მკერდის ცისტებით. მკერდის ტრავმამ, ქირურგიულმა ჩარევამ ან სხვა ფაქტორებმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს მკერდის ტკივილი. შეიძლება მკერდის ტკივილი იყოს ირადიაციული, იწყებოდეს მკერდის გარეთ – გულმკერდის კედლიდან, კუნთებიდან, იოგებიდან. ზოგიერთმა ჰორმონალურმა მედიკამენტებმა, როგორიცაა ესტროგენების, პროგესტერონების, ანტიდეპრესანტების ხანგრძლივი გამოყენება. ქალებს, რომლებსაც აქვთ დიდი ზომის მკერდი შეიძლება ჰქონდეს არაციკლური მკერდის ტკივილი დაკავშირებული მკერდის ზომასთან.