მოგზაურთა დიარეა

24 May, 2022
მოგზაურთა დიარეა ხშირად გამოწვეულია ბაქტერიული, ვირუსული ან პარაზიტული ინფექციის შედეგად. E coli ყველაზე ხშირი გამომწვევია, რომელიც ხშირად წყლით ვრცელდება. მოგზაურთა დიარე ხშირად ემართებად განვითარებად ქვეყნებში მოგზაურობის დროს.

 

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და კრამპი, დიარეა, რომელიც ვითარდება დაინფიცირებიდან 12-72 საათში, ტემპერატურის მომატება, კუნთების ტკივილი, ხშირია დეჰიდრატაცია.

დიაგნისტირება: ძირითადად ხორციელდება ანამნეზის დეტალური შეკრებით.

მკურნალობა: აუცილებელია მოგზაური პირი ინფორმირებული იყოს იმის შესახებ, რომ არ დალიოს ადგილობრივი წყალი, ასევე არ გამოიყენოს ის კბილების გამოსახეხად. მიიღოს მხოლოდ კარგად მოხარშული ან შემწვარი საკვები. მკურნალობა სიმპტომურია, აუცილებელია სითხეების დიდი რაოდენობით მიღება.