ნაწლავური ინფექცია
ზაფხულის სიცხე, ხშირად უწევს პროვოცირებას საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა პრობლემებს.
სიცხეში საკვებში ადვილად მრავლდებიან ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობები.
დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღება კი იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციას და დაავადება ვლინდება დიარეით.
როგორ დავიცვათ თავი ნაწლავური ინფექციისგან?
გასტროენტეროლოგები გვირჩევენ პირადი ჰიგიენის დაცვას.
თუ ადამიანი არ იცავს პირად ჰიგიენას, ის თვითონ ხდება ინფექციის წყარო.
- დაიბანეთ ხელები საპნით დეფეკაციის შემდგომ, საკვების მომზადებამდე და ჭამამდე.
- მიიღეთ ახლად დამზადებული საკვები.
- კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული.
- დაიცავით საკვები პროდუქტი მწერებისგან, რადგან მათ მარტივად გადააქვთ დაავადების გამომწვევი ინფექციები.
- გამოიყენეთ სასმელად ვარგისი სუფთა წყალი.