ორსულობის დროს ქალის თავის ტვინი სტრუქტურულად იცვლება
ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში ხდება სხვადასხვა ჰორმონალური და ბიოლოგიური ცვლილებები, რაც აუცილებელია, იმისთვის რომ, მოხდეს ადაპტაცია ახალ მდგომარეობასთან. აღმოჩნდა რომ, ქალის ორგანიზმი არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ გონებრივად ემზადება დედობისთვის. შესწავლილ იქნა ქალის თავის ტვინის სტრუქტურა ორსულობამდე და პირველი ორსულობის შემდეგ.
კვლევამ აჩვენა, ორსულობის განმავლობაში ქალის თავის ტვინი მორფოლოგიურად იცვლება – ხდება თავის ტვინის რუხი ნივთიერების შემცირება, რაც გრძელდება მინიმუმ ორი წელი მშობიარობის შემდეგ. თავის ტვინში მიმდინარე მორფოლოგიურ ცვლილებებს თან ახლავს ფუნქციური ცვლილებები, რაც საჭიროა დედობრივი თვისებების განვითარებისთვის.