ოსტეოპოროზი მამაკაცებში

24 May, 2022

     ოსტეოპოროზი არის დაავადება, რომელიც იწვევს ძვლოვანი სისტემის დასუსტებას და ძვლების მოტეხილობას. ოსტეოპოროზს ეწოდება ,,ჩუმი დაავადება’’ იმიტომ რომ, დაავადების პროგრესირება ხდება უსიმპტომოდ. ოსტეოპოროზს უწოდებენ ქალების დაავადებას, გავრცელებულია უფრო მეტად ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. მამაკაცებს აქვთ უფრო ძლიერი ძვლოვანი სისტემა, ძვლების განლევა იწყება უფრო გვიან და პროგრესირებს ნელა, მათ არ აქვთ კლიმაქსთან დაკავშირებული სწრაფი ჰორმონალური ცვლილებები და ამით გამოწვეული ძვლების მასის კარგვა. მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში, ოსტეოპოროზი მამაკაცებში გახდა მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის პრობლემა, განსაკუთრებით 70 წელს გადაცილებულ მამაკაცებში. აღმოჩნდა რომ, 65 – 70 ასაკის მამაკაცებში და ქალბატონებში ძვლოვანი მასის კარგვა, კალციუმის შეთვისება ერთნაირად არის დაქვეითებული. ძვლოვანი მასის ზედმეტად კარგვა კი ზრდის ძვლების სიმყიფეს და მოტეხილობას.

დიაგნოსტიკა: რენტგენოგრაფიული გამოკვლევა.

ოსტეოპოროზის რისკ-ფაქტორები მამაკაცებში: ქრონიკული დაავადებები, რომლებიც აზიანებენ თირკმლებს, ფილტვებს, კუჭს და ნაწლავებს ან ცვლიან ჰორმონალურ დონეს. რეგულარული გამოყენება გლუკოკორტიკოიდების, ტესტოსტერონის დაბალი დონე, არაჯანმრთელი ცხოვრების სტილი: მოწევა, ალკოჰოლიზმი, კალციუმის არასაკმარისი რაოდენობით მიღება, ნაკლები ფიზიკური აქტიურობა, ასაკი (რაც უფრო დიდია ასაკი, მით უფრო მეტია რისკი).

მკურნალობა: თუ ოსტეოპოროზი სხვა პათოლოგიით არის გამოწვეული, პირველ რიგში უნდა მოხდეს ძირითადი პათოლოგიის მკურნალობა, სხვა ძირითადი პრევენცია და მკურნალობა ოსტეოპოროზის არის კალციუმი და/ან D ვიტამინის მიღება, რეგულარული ფიზიკური აქტიურობა.

http://www.nims.nih.gov/Health Info/Bone/Osteoporosis/men.asp