პაპ-ტესტის მნიშვნელობა საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტიკაში

24 May, 2022
   პაპ-ტესტით ხდება საშვილოსნოს ყელის სიმსივნის და პრესიმსივნის დიაგნოსტიკა. პრესიმსივნე არის უჯრედთა ცვლილება, რომელიც დროული მკურნალობის გარეშე, შეიძლება  საშვილოსნოს ყელის კიბოდ გარდაიქმნეს. საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია თითქმის ყოველთვის შეიძლება და ამის საუკეთესო გზა პაპ-ტესტია.

ქალები 21 – 65 წლამდე ასაკში საჭიროებენ რუტინულად პაპ-ტესტის გაკეთებას.

21 -29 წლის ასაკამდე ქალბატონებში პაპ-ტესტი კეთდება 3 წელიწადში ერთხელ.                 

30 – 64 წლის ასაკის ქალბატონებში პაპ-ტესტი და პაპილომავირუსის ტესტი კეთდება 5 წელიწადში ერთხელ ან მხოლოდ პაპ-ტესტი 3 წელიწადში ერთხელ.                 

ქალბატონებს, რომლებსაც აქვთ დაბალი იმუნიტეტი (ორგანოს ტრანსპლანტაციის, ქიმიოთერაპიის, სტეროიდების გამოყენების გამო), ნამკურნალები აქვთ საშვილოსნოს ყელის სიმსივნე ან აქვთ შიდსი, პაპ-ტესტის გაკეთებას საჭიროებენ უფრო ხშირად. 65 წლის ასაკის და უფრო ასაკოვანმა ქალბატონებმა, რომლებსაც ბოლო 10 წლის განმავლობაში პაპ-ტესტი ჰქონდათ ნორმალური, ექიმთან შეთანხმებით შეიძლება შეწყვიტოს პაპ-ტესტის გაკეთება. 

რა ხდება თუ პაპ-ტესტის შედეგი  არ არის ნორმალური?      
                   

    პაპ-ტესტი თუ აჩვენებს დარღვევას, ეს არ ნიშნავს რომ არის სიმსივნე. უფრო ხშირად გვიჩვენებს საშვილოსნოს ყელში არსებულ პრობლემას – შეცვლილ უჯრედებს, აქედან ზოგიერთი შეცვლილი უჯრედი შეიძლება გარდაიქმნას სიმსივნედ. თუ ტესტმა გამოავლინა საშვილოსნოს ყელის უჯრედების უფრო სერიოზული ცვლილებები, შემდეგ კვლევებს და მკურნალობას ექიმი გეგმავს.