პიტნის სასარგებლო თვისებები

24 May, 2022

პიტნას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია, შეიცავს ორგანულ მჟავებს, ვიტამინ B, C – ს და სხვა ბევრ სასარგებლო ნივთიერებას. მისი უნიკალური არომატი და გემო ზრდის ორგანიზმის სიცოცხლის უნარიანობას. მენთოლი, რომელიც უხვადაა პიტნის ფოთლებში ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელია,სპაზმოლიზური და ანტისეპტიკური მოქმედებისაა. პიტნის ფოთლების ნაყენი რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს, ასტიმულირებს გულის მუშაობას. მას იყენებენ სტენოკარდიის, კუჭისა და ნაწლავების ტკივილის დროს.