ქალები უფრო ხშირად ავადდებიან შაკიკით, ვიდრე მამაკაცები

24 May, 2022

ნევროლოგები ამბობენ, რომ ქალები უფრო ხშირად ავადდებიან შაკიკით, ვიდრე მამაკაცები. დაავადების ძირითადი სიმპტომი- თავის ტკივილია, რომელიც ლოკალიზდება თავის ცალ მხარეს და შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათი ან რამდენიმე დღე. შაკიკს ხშირად თან ახლავს მხედველობის გაუარესება, (გაძლიერებული მგრძნობელობა სინათლისადმი) პირღებინება, გულისრევა, ზოგადი სისუსტე. შაკიკის შეტევის სამკურნალოდ რამდენიმე ჯგუფის მედიკამენტებს იყენებენ-ტკივილგამაყუჩებლებს, აგრეთვე პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია შრომის და დასვენების სწორი გადანაწილება, ძალზე სასარგებლოა რეგულარული ვარჯიში და ფიზიკური ფორმის შენარჩუნება.