რა არის გულის მანკი?
გულის თანდაყოლილი მანკი დაბადებისთანავე იჩენს თავს. გულის მანკი არის პათოლოგია, რომელიც განპირობებულია გულის სარქვლოვანი აპარატის ანატომიური ან ფუნქციური ცვლილებით, რაც თავის მხრივ იწვევს გულის ფუნქციის დარღვევას. ჰემოდინამიკის (სისხლის მიმოქცევის )
გამომწვევი მიზეზის დასახელება შეუძლებელია, დიდი ალბათობით ამ პროცესში გენეტიკური და გარემო ფაქტორები მონაწილეობენ. შეიძლება გამოვყოთ ხელშემწყობი ფაქტორები, რომლებიც ნაყოფზე მუცლადყოფნის პერიოდში მოქმედებს. ასეთია, მაგალითად, ორსულობის პერიოდში გადატანილი სხვადასხვა ინფექციური დაავადებები, მაგალითად, წითელა, ჩუტყვავილა, ციტომეგალოვირუსული ინფექცია; გარდა ამისა, ნაყოფის გულის სტრუქტურული დეფექტი შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე ქიმიური ნივთიერებით მოწამვლამ, ზოგიერთი მედიკამენტის თვითნებურმა მიღებამ.
გულის მანკის ნიშნები და სიმპტომები დამოკიდებულია ხვრელის ზომაზე და გულის სხვა დეფექტებზე.
როდის მივმართოთ ექიმს? თუ თქვენი შვილი: ადვილად იღლება, არ იმატებს წონაში, სწრაფად სუნთქავს, აღენიშნება ციანოზი (სილურჯე), ქოშინი, ტაქიკარდია.
მკურნალობა შესაძლებელია მოიცავდეს როგორც ქირურგიულ ჩარევას, ასევე კონსერვატულ მკურნალობას. მანკის ადრეული გამოვლენისა და რადიკალური მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი შედარებით კეთილსაიმედოა.