რა არის კოქსართროზი?
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისტროფიული დაავადებაა, რომლის დროსაც რღვევას განიცდის ხრტილისა და ძვლის ქსოვილი, რასაც მოჰყვება სახსრის დეფორმაცია.
კლინიკურად ვლინდება ტკივილით სახსრის მიდამოში, რომელიც გადაეცემა საზარდულში, დუნდულებში, მუხლებში და ძლიერდება მოძრაობის დროს.
რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ სახლის პირობებში რათ გაგვიუმჯობესდეს მდგომარეობა -არის მსუბუქი ვარჯიშები. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ვარჯიშმა შესაძლოა შეგვიქმნას დისკომფორტი, ხშირ შემთხვევაში ეს მდგომარეობას აუმჯობესებს. მოერიდეთ ბარძაყის ხშირად მოხრას და სიმძიმეებს, რადგან სიმძიმე პირდაპირ აწვება თქენს ბარძაყს.
შეეცადეთ არ დაიძინოთ მტკივნეულ მხარეს და მოერიდეთ ხანგრძლივ ჯდომას.