რა არის მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი დისპლაზია
რა არის მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი დისპლაზია?, მენჯ-ბარძაყის სახსრის და მისი ცალკეული ელემენტების განუვითარებლობა და როდის უნდა მიიტანოს ეჭვი მშობელმა და მიმართოს სპეციალისტს?
როდესაც ბარძაყის წინა და უკანა ზედაპირზე ნაოჭების ასიმეტრიაა ანუ ნაოჭების არათანაბარი რაოდენობაა ქვედა კიდურების გარეთა როტაციის შემთხვევაში და განზიდვის შეზღუდვის დროს ( ნორმაში განზიდვა 80-90 გრადუსს აღწევს). პროფილაქტიკისთვის ახალშობილი მჭიდროდ არ უნდა შეახვიოთ , ფეხები რაც შეიძლება მეტად უნდა იყოს განზიდული. აგრეთვე კიდურის განზიდვაში დაგვეხმარება ვარჯიშები, რომლებიც ბავშვს დღის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა ჩაუტაროს დედამ წრიული მოძრაობებით. საქართველოში ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა 1000 ბავშვიდან 20-30 ახალშობილს აღენიშნება.