რა არის ქვემო კიდურების ვენების ქრონიკული უკმარისობა და როგორ შევამციროთ მისი სიმპტომები?

24 May, 2022
ქვედა კიდურებიდან გულისკენ ვენური სისხლის მიწოდება წვივისა და ბარძაყის კუნთების შეკუმშვის საშუალებით ხდება. უმოძრაოდ ხანგრძლივად დგომის და ჯდომის დროს კუნთები არ იკუმშება, სისხლის უკუდინება ვენური სისტემიდან მცირდება, ვითარდება ვენური შეგუბება, რაც დროთა განმავლობაში განაპირობებს სარქვლოვანი აპარატის დეფორმაციას, ვენების კედლების შეუქცევად ცვლილებებს.

 

რისკ–ფაქტორებია: ჭარბი წონა, ორსულობა, ცხელი აბაზანები, მზის და სითბოს ზემოქმედება. ზაფხულის დადგომასთან ერთად, ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ქვედა კიდურების ტკივილი, სიმძიმე და შეშუპება. ამ ჩივილების უხშირესი მიზეზი არის ქრონიკული ვენური უკმარისობა.

რეკომენდებულია:

  • ეცადეთ მოერიდოთ ხანგრძლივად ფეხზე დგომას ან ჯდომას.
  • რეკომენდებულია ქალბატონებში ფექსაცმლის ქუსლი 4-5 სმ ზომის.
  • ჯდომის დროს ხშირად ამოძრავეთ ტერფები.
  • ხანგრძლივად ჯდომის დროს, მოწოდებულია საათში ერთხელ ადგეთ და რამოდენიმე წუთი აქტიურად იაროთ.
  • მოწოდებულია ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა, კუნთების გამაგრების მიზნით.