რა იწვევს მეტალის გემოს პირში?

24 May, 2022

   მეტალის გემოს შეგრძნება არის საკმაოდ გავრცელებული ჩივილი, რომელიც შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის უვნებელი ან მიუთითებდეს სერიოზულ პათოლოგიაზე, როგორიცაა ღვიძლის ან თირკმლის დაავადება, არადიაგნოსტირებული შაქრიანი დიაბეტი ან ზოგიერთი სიმსივნე. თუ ის გამოწვეულია ზემოთ აღნიშნული პათოლოგიებით, ჩვეულებრივ ახლავს სხვა სიმპტომებიც.

უფრო ხშირად მეტალის გემო პირში დამოუკიდებელი ჩივილია, არ არის საშიში ჯანმრთელობისთვის და მიზეზი შეიძლება იყოს:

1. პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა – თუ არ ხდება კბილების რეგულარული გაწმენდა, ვითარდება გინგივიტი, პერიდონტიტი და კბილების ინფექცია. ინფექცია იწვევს პირის ღრუში მეტალის გემოს.

2. მედიკამენტები – ანტიბიოტიკები, ალოპურინოლი, ლითიუმის პრეპარატები, ზოგიერთი კარდიალური მედიკამენტი, მულტივიტამინები, რომლებიც შეიცავენ მძიმე მეტალებს, რკინის პრეპარატები, კალციუმის დანამატები.

3. ინფექციები – ზედა სასუნთქი სისტემის ინფექცია, გაციება, სინუსიტი.

4. სიმსივნის მკურნალობა – პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ქიმიოთერაპიით ან რადიაციული თერაპიით.

5. ორსულობა

6. დემენცია

7. ქიმიური ნივთიერებით ინტოქსიკაცია – მაგალითად ვერცხლის წყლით, ტყვიით ინტოქსიკაცია.