რა იწვევს წელის ტკივილს და როგორ ავიცილოთ ის თავიდან?
წელის ტკივლი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია, რომელიც მოსახლეობის 80% -ს აღენიშნება. ყველაზე ხშირად გვხვდება 35-55 წლის ასაკის პირებში. წელის ტკივლი შეიძლება გამოიწვიოს: ორსულობამ, უმოძრაობამ, მჯდომარე ცხოვრების წესმა, დეპრესიამ, ჭარბმა წონამ და სიმსუქნემ, ხერხემლის დაავადებებმა, თიაქარმა, ოსტეოპოროზმა, სიმძიმეების აწევამ.
როგორ ავიცილოთ თავიდან წელის ტკივილი?
- წონაში კლება მნიშვნელოვნად ამცირებს წელის ტლივილს
- რეგულარული ფიზიკური ვარჯიში უზრუნველყოფს ზურგის კუნთების გამაგრებას.
- ხანგრძლივი ჯდომის დროს, აუცილებელია საათში ერთხელ მსუბუქი ვარჯიშების ჩატარება.
- ნუ აწევთ მძიმე საგნებს.
- წელის ტკივილის დროს მოწოდებულია ხერხემლის გაჭიმვის ვარჯიშები.
- აუცილებელია თქვენი სამუშაო სკამი და მისი სიმაღლე სწორად იყოს შერჩეული სამუშაო მაგიდასთან.