რა იწვევს წელის ტკივილს და როგორ ავიცილოთ ის თავიდან?

24 May, 2022
წელის ტკივლი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია, რომელიც მოსახლეობის 80% -ს აღენიშნება. ყველაზე ხშირად გვხვდება 35-55 წლის ასაკის პირებში. წელის ტკივლი შეიძლება გამოიწვიოს: ორსულობამ, უმოძრაობამ, მჯდომარე ცხოვრების წესმა, დეპრესიამ, ჭარბმა წონამ და სიმსუქნემ, ხერხემლის დაავადებებმა, თიაქარმა, ოსტეოპოროზმა, სიმძიმეების აწევამ.

 

როგორ ავიცილოთ თავიდან წელის ტკივილი?

  • წონაში კლება მნიშვნელოვნად ამცირებს წელის ტლივილს
  • რეგულარული ფიზიკური ვარჯიში უზრუნველყოფს ზურგის კუნთების გამაგრებას.
  • ხანგრძლივი ჯდომის დროს, აუცილებელია საათში ერთხელ მსუბუქი ვარჯიშების ჩატარება.
  • ნუ აწევთ მძიმე საგნებს.
  • წელის ტკივილის დროს მოწოდებულია ხერხემლის გაჭიმვის ვარჯიშები.
  • აუცილებელია თქვენი სამუშაო სკამი და მისი სიმაღლე სწორად იყოს შერჩეული სამუშაო მაგიდასთან.