რა სასარგებლო თვისებები გააჩნია ბანანს? საინტერესო ფაქტები.

24 May, 2022
   ბანანი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილი, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით მიირთევს მსოფლიოს მოსახლეობა. ბანანის დადებითი თვისებები:

  • ამცირებს არტერიულ წნევას – ზრდის კალიუმის დონეს სისხლში, რითაც ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას. ამასთან მაღალი დონე კალიუმის სისხლში ამცირებს ყველა მიზეზით გამოწვეულ სიკვდილანობას 20 %-ით.
  • ასთმა – ინგლისში ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, ბავშვები, რომლებიც იღებენ ერთ ბანანს დღეში 34% -ით აქვთ ასთმის განვითარების შანსი შემცირებული.
  • სიმსივნე – ბანანის, ფორთოხლის და ფორთოხლის წვენის რეგულარული მიღება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ამცირებს ბავშვთა ასაკში ლეიკემიის განვითარების რისკს. ასევე ამცირებს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკს.
  • ამცირებს გულის პათოლოგიების, ინსულტის, თირკმელ-კენჭოვანი დაავადების განვითარების რისკს.
  • შაქრიანი დიაბეტი – ბანანი ამცირებს სისხლში შაქრის, ლიპიდების დონეს.
  • ფაღარათის მკურნალობა – ბანანი ვაშლთან ერთად გამოიყენება ფაღარათის მკურნალობისთვის.
  • ხელს უწყობს მეხსიერების და ცნობიერების შენარჩუნებას.

   ერთი საშუალო ზომის ბანანი იწონის დაახლოებით 126 გრამს. შეიცავს 110 კალორიას, ნახშირწყლებს – 30 გრ, ცილა – 1 გრ.

   
   არ შეიცავს ცხიმს, ქოლესტეროლს, ნატრიუმს.

   ბანანი მდიდარია შემდეგი მინერალებით და ვიტამინებით: ვიტამინ B6, ვიტამინ C, ვიტამინ A, რიბოფლავინი, ნიაცინი, ფოლიუმის მჟავა, მაგნიუმი, კალიუმი, რკინით.

http://www.medicalnewstoday.com/articles/271157.php