რეკომენდებულია თუ არა ეპილაცია ორსულ ქალებში

24 May, 2022
როგორც მოგეხსენებათ ჰორმონალური ცვლილებების დროს, რომელიც მიმდინარეობის ორსულობის პერიოდში დამახასიათებელია თმის გაძლიერებული ზრდა მთელ სხეულზე. ცნობილია ელექტროეპილაცია (ნემსით) ლაზერული, დიოდის ეპილაცია და დეზეპილატორები.

  • ნემსით ელექტროეპილაციის დროს იყენებენ რადიო ტალღებს ან თერმოლიზისს, რომელიც ადვილად გადის ქალის ორგანიზმში, გაივლის ამნიონურ სითხეს, რომელშიც ნაყოფი იმყოფება. სითხე ადვილად ატარებს რადიოსიხსირულ ტალღებს. ამ პროცედურამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს. რეკომენდებულია ორსულობის პერიდში ამ პროცედურისგან თავის შეკავება.
  • ლაზერული და დიოდური ეპილაციის დროს ლაზერის სხივი კლავს თმის ფოლიკულს, ასევე იწვევს თმის ფოლიკულის მექანიკურ დაზიანებას. არ არის შესწავლილი ამ პროცედურების მავნე გავლენა ნაყოფზე ორსულობის დროს, რის გამოც აშშ-ის ორსულთა ასოციაცია მოგიწოდებს ორსულობის დროს არ გამოვიყენოთ ეს მეთოდი.
  • დეზეპილატორების ძირითადი შემადგენელი ნივთიერება ბარიუმის სულფიდია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია ორსულებში. მის გამოყენება და ეფექტები ორსულობის დროს შესწავლილი არ არის.
  • გაპარსვა ყველაზე უსაფრთხო მეთოდია ორსულობის პერიოდში.