როგორ ამოვიცნოთ ცისტიტი ?

24 May, 2022
ორსულობის დროს შარდგამომყოფი სისტემის დაავადებები იჩენს თავს. საკმაოდ ხშირია ცისტიტი, ცისტიტი შარდის ბუშტის ანთებაა, რომელიც ძირითადად რაიმე ტიპის ინფექციითაა გამოწვეული. ფეხმძიმობის დროს საშარდე სადინარები დუნდება და ფართოვდება, რის გამოც მასში ბაქტერიების მოხვედრის, შესაბამისად კი ცისტიტით დაავადების რისკი იმატებს.

როგორ ამოვიცნოთ ცისტიტი ?

ჭინთვები მოშარდვის სურვილით, რასაც თან სდევს მცირე რაოდენობით სითხის გამოყოფა, მუცლის ქვემოთ ყრუ ტკივილი, შარდვის გაძნელება, მოშარდვის შემდეგ სისხლის წვეთები.