როგორ დავიცვათ თავი მზის დამწვრობისგან?
თქვენთვის ცნობილია, რომ ულტრაიისფერი სხივები აზიანებენ კანის უჯრედების დნმ-ს, რაც ზრდის უჯრედების უკონტროლო ზრდისა და კანის კიბოს განვითარების რისკს. ასევე ხელს უწყობს კანის ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების განვითარებას, იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას.
- მზეზე ყოფნის დროს აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები ( ლოსიონი, სპრეი) SPF (მზისგან დამცავი ფაქტორი) არის 30-ზემეტი სახის. რაც უფრო მაღალია SPF, მით უფრო კარგად იცავს ის თქვენს კანს.
- ყურადღებით წაიკითხეთ და დაიცავით მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენების წესი.
- რეკომენდებულია გამოიყენოთ გრძელმკლავიანი ტანსაცმელი მზეზე ყოფნისას.
- მზეზე გაირუჯეთ დილის 9-დან 11 საათამდე და საღამოს 6 საათიდან.
- გამოიყენეთ მზის სათვალე, რათა დაიცვათ თვალები ულტრაიისფერი გამოსხივებისა და შემდგომში მხედველობის გაუარესებისგან.
- მზეზე ყოფნის დროს დაიხურეთ ქუდი.