როგორ მივხვდეთ, აქვს თუ არა ბავშვს აუტიზმი?
აუტიზმის მქონე ბავშვებს ახასიათებთ დაჟინებული მზერა, თითების გრეხვა, უჭირთ ყოველდღიურ აქტივობებში ჩართვა, შემცირებული აქვთ ინტერესი ხალხისადმი, არ თამაშობენ სოციალურ თამაშებს, უპირატესობას ანიჭებენ მარტო თამაშს, ხშირად იმეორებენ ერთიდაიგივე მოქმედებას.
აუტიზმის მქონე ადამიანს უჭირს გაგება, რას ფიქრობს და გრძნობს სხვა ადამიანი. ვერ აკონტროლებს საკუთარ ემოციებს. შეიძლება მოულოდნელად, შეუფერებელ სიტუაციაში დაიწყოს ტირილი ან აღელდეს, გამოავლინოს ფიზიკური აგრესია.
აქვს კომუნიკაციის პრობლება – უჭირს მეტყველება, შეიძლება თქვას ცალკეული სიტყვა, მაგრამ უჭირს წინადადებაში სიტყვები დააკავშიროს მნიშვნელობის მიხედვით, იმეორებს ერთიდაიგივე ფრაზებს, ასევე ახასიათებს სხვისი ნათქვამის გამეორება.
აუტიზმი არის ჩვეულებრივ მუდმივი მდგომარეობა, თუმცა დროული ჩარევით და შესაბამისი თერაპიით შეიძლება შემცირდეს სიმპტომები.