როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი რძეს არ სვამს

24 May, 2022
ყველასთვის ცნობილია, რძე არის კალციუმის წყარო, ხოლო კალციუმი მნიშვნელოვანია ძვლების ზრდისთვის, განსაკუთრებით, 9-18 წლამდე ასაკში. რაც უფრო ძლიერია ძვლები, მით უფრო ნაკლებია მოგვიანებით ოსტეოპოროზის განვითარების რისკი. კალციუმის ყოველდღიური მოთხოვნა საშუალოდ 1000 მგ. რძე, იოგურტი, ყველი და სხვა რძის პროდუქტები არის საუკეთესო და უმარტივესი გზა კალციუმის საჭირო რაოდენობის მიღებისთვის. 1 ფინჯანი რძე შეიცავს დაახლოებით 300 მგ. კალციუმს.

 

როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვი რძეს არ სვამს ან ვერ ვაძლევთ ლაქტოზას აუტანლობის გამო? კალციუმით მდიდარია პროდუქტები: სოიოს რძე, ბრინჯის რძე, თეთრი პური, მარცვლეული, ორაგული, ნაყინი, თალგამი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ფორთოხლის წვენი. იშვიათი გამონაკლისის გარდა, კალციუმის დანამატების გამოყენება არ არის საჭირო, ვინაიდან არსებობს უამრავი საკვები, რომელიც მდიდარია კალციუმით, იგივე შეიძლება ითქვას D ვიტამინზე, რომელიც ეხმარება ორგანიზმს კალციუმის შეწოვაში. ბავშვებისთვის საკმარისია კალციუმით მდიდარი საკვების ყოველდღიურ რაციონში შეტანა და 5-10 წუთი მზის აბაზანების მიღება.