როგორ მოვუაროთ შეღებილ თმას?
შეღებილ თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რათა არ მოხდეს თმის სტრუქტურის დაზიანება.
- არ არის რეკომენდებული შეღებვის შემდეგ, მინიმუმ 24 საათი თავის შამპუნით დაბანა.
- გამოიყენეთ შეღებილი თმისთვის განკუთვნილი შამპუნი და კონდიციონერი, რადგან მათი უმრავლესობა ფერის შემანარჩუნებელ კომპონენტებს შეიცავს.
- წყალი იწვევს საღებავის ფერის შეცვლას, ამიტომ ცურვის დროს დაიხურეთ მჭიდრო საცურაო ქუდი.
- ერიდეთ ქლორირებულ წყალში თმის დასველებას.
- შეღებილ თმას მეტი დატენიანება სჭირდება. ყოველი დაბანის შემდეგ აუცილებლად დაიტანეთ ბალზამი.
- შეღებილ თმას გაფრთხილება სჭირდება, რადგან უფრო მტვრევადი და მშრალია. არ არის რეკომენდირებული შეღებილი თმის ხშირი გასწორება ფენით ან დახვევა თერმოხელსაწყოთი.