როგორ შეიძლება შევამციროთ გულძმარვა?

24 May, 2022

   გულძმარვის დროს ადამიანს აქვს წვის შეგრძნება ყელში ან გულმკერდში. გულძმარვა ვითარდება, როდესაც საყლაპავს და კუჭს შორის არსებული სარქველი ან სპინქტერი დასუსტებულია, რაც იწვევს კუჭის წვენის ამოსვლას საყლაპავში.
ზოგიერთი სასმელი ზრდის კუჭის წვენის გამომუშავებას, შესაბამისად იზრდება გულძმარვა. ამიტომ ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ გულძმარვა არ უნდა მიიღონ შემდეგი სასმელები: ალკოჰოლი, კოფეინის შემცველი პროდუქტები (ჩაი, ყავა), შოკოლადი, ფორთოხლის ან გრეიფურტის წვენი.

   ზოგიერთი სასმელი პირიქით ამცირებს გულძმარვას, მაგალითად: გინგერის ჩაი თაფლთან ერთად, იოგურტი, რძე.

   ასევე მნიშვნელოვანია მიღების წესი: უმჯობესია სასმელი დღის განმავლობაში მიიღოთ მცირე ულუფებით, სასმელის დალევის შემდეგ უმჯობესია ცოტა ხანი არ წამოწვეთ.

   ასევე გულძმარვას ამცირებს: წონაში დაკლება, სიგარეტის მოწევის შეწყვეტა, ძილი მაღალ სასთუმალზე.