როგორ შევამციროთ არტერიული წნევა: 6 მარტივი გზა

24 May, 2022
მაღალი არტერიული წნევა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემაა, რომელიც თუ არ არის დარეგულირებული მნიშვნელოვნად ზრდის ინსულტის, მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის უკმარისობის განვითარების რისკს. ამიტომ არტერიული წნევის ციფრების დარეგულირებით ამ დაავადებების განვითარების რისკსაც ვამცირებთ.

 

არტერიული წნევის დარეგულირება ცხოვრების სტილის შეცვლით იწყება:

  1. კვება – კვების რაციონის გამდიდრება უნდა მოხდეს ბოსტნეულით, ხილით, მარცვლეულით, რძის პროდუქტებით, უნდა შეიზღუდოს ცხოველური ცხიმი.
  2. სუფრის მარილის მიღების შემცირება – მაქსიმუმ 2,3 მგ/დღეში. სუფრის მარილს მაღალი კონცენტრაციით შეიცავს: პური, გაყინული და დაკონსერვებული ხორცის პროდუქტები, პიცა, სენდვიჩი, ყველი, საწებელი, მწნილი.
  3. რეგულარული ფიზიკური აქტიურობა და წონის კორექცია.
  4. კვირაში 3 ან 4-ჯერ 40 წუთი ფიზიკური აქტიურობა ამცირებს არტერიულ წნევას და გულისცემის სიხშირეს.
  5. სიგარეტის მოწევის შეწყვეტა და ალკოჰოლის, ყავის, ენერგეტიკული სასმელების მიღების შეზღუდვა.
  6. კარგი ძილი. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ უძილობა, მნიშვნელოვანად აქვთ გაზრდილი არტერიული წნევის ციფრების მომატების რისკი. ამიტომ ძილის დარეგულირება მნიშვნელოვანია არტერიული წნევის დარეგულირებისთვის.
  7. მედიკამენტოზური მკურნალობა.