როგორ შევამციროთ ტრიგლიცერიდების რაოდენობა სისხლში?
ტრიგლიცერიდები არის ორგანიზმის ცხიმოვანი ქსოვილის მთავარი შემადგენელი კომპონენტი. ტრიგლიცერიდები მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მისი რაოდენობის ზრდა თამაშობს გარკვეულ როლს კორონარული არტერიების დაავადების და ათეროსკლეროზის განვითარებაში.
ტრიგლიცერიდების რაოდენობის ზრდას იწვევს: გენეტიკური განწყობა, სიმსუქნე, მაღალ კალორიული დიეტა, ალკოჰოლის მიღება, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის დაავადებები, ორსულობა, ზოგიერთი მედიკამენტი.
სისხლში ტრიგლიცერიდების რაოდენობის შემცირების ეფექტური გზები:
- ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია წონის კორექცია, ყოველდღიურ რაციონში კალორიების შემცირება. 5-10 % წონაში დაკლებამ ტრიგლიცერიდების რაოდენობა შეიძლება შეამციროს 20 %-ით. ტრიგლიცერიდების რაოდენობის შემცირებისთვის რეკომენდირებულია უპირატესობა მიენიჭოს ხილს, ბოსტნეულს, მარცვლეულს, შეიზღუდოს ცხიმიანი საკვები, ხორცის პროდუქტები, ტკბილეული, ხილის წვენები, ტკბილი სასმელები.
- რეკომენდირებულია რეგულარული ფიზიკური აქტიურობა – 30 წუთით ფეხით სიარული კვირაში 5 დღე.