როგორ შევინარჩუნოთ ნორმალური წონა ორსულობის დროს?
ორსულობის პერიოდში თქვენი და თქვენი შვილის ჯანმრთელობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს თქვენს წონას. ორსულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ორსულობის პერიოდში ორი ადამიანის მაგივრად უნდა ჭამოს, ეს მოსაზრება არასწორია.
როგორ უნდა გაიგოთ რამდენი კილოგრამის მომატებაა ოპტიმალური თქვენთვის. პირველ რიგში გამოითვალეთ თქვენი სხეულის მასის ინდექსი, რომელიც გამოითვლება წონის შეფარდებით სიმაღლის კვადრატთან ( კგ/მ2).
ორსულობის პერიოდში ჭარბი წონის გამო შესაძლოა განვითარდეს გესტაციური (ორსულთა) დიაბეტი, იზრდება ნაადრევი მშობიარობის, არტერიული ჰიპერტენზიისა და სხვა დაავადებების განვითარების რისკი. აუცილებელია კალორაჟის კონტროლი და ყოველდღიური ვარჯიში.
- თუ თქვენი სხეულის მასის ინდექსი (სმი) არის 18.5 ან ნაკლები, წონის ნამატი უნდა იყოს 13 კგ– დან 18 კგ-მდე.
- თუ თქვენი სხეულის მასის ინდექსი (სმი) არის 19-დან 24.9 -მდე, იდეალურ შემთხვევაში უნდა მოიმატოთ 11 – 16 კგ.
- თუ თქვენ გაქვთ ჭარბი წონა, (სმი 25- 29.5), შეეცადეთ 7 -11 კგ-ზე მეტი არ მოიმატოთ.