როგორ უინდა დავიკლოთ წონაში მშობიარობის შემდგომ?
- ხშირად ასეირნეთ ბავშვი ეტლით სწრაფი ნაბიჯებით, რაც დაგეხმარებათ კალორიების დახარჯვაში.
- კვლევების შედეგად დადგინდა, რომ წონაში კლებას ხელს უშლის ძილის დარღვევა. დაიძინეთ ბავშვთან ერთად.
- ძუძუთი კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის, ასევე ძუძუთი კვების დროს ქალი ხარჯავს უფრო მეტ კალორიებს.
- საკვებ რაციონში შეზღუდეთ პურ-ფუნთუშეული, გაზარდეთ ხილის და ბოსტნეულის რაოდენობა, რომელიც ასევე სასარგებლოა ბავშვისთვის.
- აუცილებელია დღის განმავლობაში მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე.