საკეისრო კვეთა

24 May, 2022

საკეისრო კვეთა ქირურგიული ჩარევაა, რომლის დროსაც ნაყოფსა და მომყოლს საშვილოსნოდან ოპერაციული გზით — საშვილოსნოს წინა კედელზე ხელოვნურად გაკეთებული ჭრილობიდან გამოაძევებენ.

როდის არის აუცილებელი საკეისრო კვეთის ჩატარება?

საკეისრო კვეთის ჩატარების აუცილებლიბა დგება მაშინ ,როდსაც ფიზიოლოგიური მშობიარობა დედის ან ნაყოფისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

სამედიცინო ჩვენებებია:

  • ფეხმძიმეა ერთზე მეტი ბავშვით (ტყუპები);
  • ადრე ჩატარებული საკეისრო კვეთა;
  • ნაყოფის არასწორი (გარდიგარდმო) მდებარეობა;
  • ჭიპლართან დაკავშირებული პრობლემები ;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • ვიწრო მენჯი და ა. შ.