სახის კანი და მისის მოვლა დამოკიდებულია მის ტიპზე

24 May, 2022

სახის კანი და მისის მოვლა დამოკიდებულია მის ტიპზე.

არსებობს ხუთი ძირითადი ტიპი: ნორმალური, მშრალი, კომბინირებული ,ცხიმიანი და მგრძნობიარე.

ქალბატონების უმეტესობას კანი ზოგიერთ ადგილებში მშრალი და სახის სხვა ნაწილში ცხიმიანი ანუ კომბინირებული ტიპის აქვს. ყველაზე ხშირია ცხიმის დაგროვება ნიკაპის , ცხვირის და შუბლის მიდამოში.

მსგავსი ტიპის კანი რეგულარულ (ყოველდღიურ) მოვლა/დაბანას, ტონირებას და დატენიანებას საჭიროებს. სახის დასაბანად გამოიყენეთ თბილი წყალი (არც ცხელი და არც ცივი) გამოიყენეთ კომბინირებული კანისათვის შემუშავებული დამატენიანებელი საშუალებები. შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეთები და სპეციალური ნიღბები, რომლებიც კომბინირებული კანისთვის დაბალანსებულ ფორმულას ფლობენ.