საშვილოსნოს ყელის ეროზია

24 May, 2022

რა არის საშვილოსნოს ყელის ეროზია?
ყელის ლორწოვანი გარსის დაზიანებაა, რომელიც უმეტესად არხის მიმდებარე მიდამოში ვითარდება.

კლინიკური ნიშნები:
თითქმის მუდმივად არსებული ჭარბი ლორწოვანი გამონადენი, სისხლიანი გამონადენი სქესობრივი კავშირის შემდეგ, ტკივილი.

რამ შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის ეროზია?
სქესობრივი გზით გადამდებმა ინფექციებმა , შარდ-სასქესო სისტემის ანთებითმა პათოლოგიებმა, საშვილოსნოს ყელის ტრავმებმა, ჰორმონული ფონისა და მენსტრუაციული ციკლის დარღვევებმა, იმუნიტეტის დაქვეითებამ, სქესობრივი ცხოვრების ნაადრევად დაწყებამ.