სასუნთქი გზების ნაწილობრივი ან სრული დახშობა ობსტრუქციული ძილის აპნოეს დროს

24 May, 2022
ობსტრუქციული ძილის აპნოეს დროს ვითარდება სასუნთქი გზების ნაწილობრივი ან სრული დახშობა დაახლოებით 10 წამის განმავლობაში, შემდგომ სუნთქვის აღდგენა. დაავადება 4 ჯერ უფრო ხშირად გვხვდება ქალებში მამაკაცებთან შედარებით.

რისკ ფაქტორებია: ჭარბი წონა და სიმსუქნე, კისრის დიდი გარშემოწერილობა, სასუნთქი გზების შევიწროება, სქესი მამრობითი, ოჯახური ანამნეზი, თამბაქოს, ალკოჰოლის და სედაციური მედიკამენტების მოხმარება.

სიმპტომები: ღამით ხვრინვა, სუნთქვის გაჩერების ეპიზოდები ძილის დროს, სუნთქვის გაძნელება, ცხვირში გაჭედილობა, პირის სიმშრალე, უძილობა, დღის განმავლობაში ძილიანობა, ყურადღების დეფიციტი, გაღიზიანებადობა, დილის საათებში თავის ტკივილი.

დიაგნოსტიკა: პაციენტის ძილის ანამნეზი, ფიზიკალური გასინჯვა, პოლისომნოგრაფიული კვლევა.

მკურნალობა მოიცავს ღამით ძილის დროს მაღალი წნევით ჟანგბადის მიწოდებას. ასევე მნიშვნელოვანია წონაში კლება და იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას.