საზარდულის თიაქარი მამაკაცებში

24 May, 2022
საზარდულის თიაქარი მამაკაცებში 5-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ქალებში. ვითარდება მაშინ, როდესაც მუცლის ღრუს კუნთოვანი კედლის დეფექტიდან გამოდის ნაწლავი ან რომელიმე სხვა ორგანოს ნაწილი საზარდულის არხში უკანა კედლის სისუსტის გამო. ჩვეულებრივ არხში ჩნდება გამობერილობა, რომელიც იზრდება ფიზიკური დატვირთვის დროს და მცირდება (ქრება) კიდეც მოსვენებულ მდგომარეობაში. გამობერილობა არის უმტკივნეულო პროცესი. თუ თიაქარი ჩაიჭედა (როდესაც გამობერილობა არ უბრუნდება ნორმას) ის იწვევს ტკივილს და ნაწლავის ობსტრუქციას. საბოლოოდ შეიძლება განვითარდეს განგრენა (ნაწლავის კედელში სისხლის მიმოქცევის მოშლის შედეგად). ტკივილის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია დროული სამედიცინო ჩარევა. აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა. საზარდულის თიაქრის მკურნალობას როგორც წესი წარმოადგენს ქირურგიული ოპერაცია.