შლატერის დაავადება

24 May, 2022
დაავადებას, რომელიც ძირითადად 12 წლის ასაკიდან გვხვდება ეწოდება ე.წ შლატერის დაავადებაა. პათოლოგია აისახება მოზარდებში, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული სპორტის იმ სახეობაში რომლებიც მოითხოვს მიმართულების სწრაფ ცვლილებას (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ბალეტი).

ჭარბი დატვირთვა სახსრის იმ უბნის ანთებას იწვევს, სადაც კვირისტავიდან გამოსული მყესი დიდი წვივის ძვალს უერთდება.

ვლინდება ტკივილით, შესივებით მუხლის ქვედა არეში, რომელიც დასვენების შემდეგ ქრება ან მსუბუქდება.

ბავშვის სერიოზული სპორტით დაკავებამდე მიმართეთ ექიმს და გაატარეთ სამედიცინო შემოწმება.

დაავადება ძირითადად თავადაც გაივლის, როცა ბავშვის ძვლები ბოლომდე გაიზრდება.