სპეციალისტები გვირჩევენ
საუზმის დაწყება უმჯობესია ისეთი საკვებით, რისი გადამუშავებაც შედარებით მალე ხდება ორგანიზმის მიერ და ენერგიაც მალევე გამომუშავდება.
დაიწყეთ დილა კანგაუცლელი ნედლი ხილით ან ხილის წვენით. ის მდიდარია ორგანიზმისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ვიტამინებით.
ჩვენი ჯანმრთელობა დიდწილადაა დამოკიდებული ჯანსაღ კვებაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას 15%-ით სამედიცინო მომსახურება განსაზღვრავს, 15%-ით გენეტიკა, 70% კი დამოკიდებულია ცხოვრების წესსა და კვებაზე.