თვალის დაღლილობის მოსახსნელი ვარჯიშები

24 May, 2022

ჩვენს დროში დიდხანს გვიწევს კომპიუტერთან მუშაობა, რაც იწვევს თვალების დაღლილობას და გამოიხატება: დაბინდული ან გაორებული მხედველობით, ტკივილით, სიმშრალით, თავისა და კისრის ტკივილით.
გთავზობთ რამდენიმე ვარჯიშს, რომელიც ეფქტურია დაღლილობის მოსახსნელად:

  • მზერა მოძრავ საგანზე გადაიტანეთ, თვალი ადევნეთ ამ საგანს ისე, რომ თავი არ ამოძრაოთ
  • დახუჭული თვალები დაატრიალეთ ჯერ საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ საწინააღმდეგო მიმართულებით
  • თვალები დაიფარეთ ხელისგულებით და ასეთ მდგომარეობაში იყავით 5-6 წუთი და გაიმეორეთ რამდენჯერმე
  • გადაიტანეთ მზერა რამდენჯერმე მარჯვნივ და მარცხნივ სხვადასხვა საგნებზე.