უვეიტი
უვეიტი თვალის შიდა გარსების ანთებაა, რომელიც მოიცავს თვალის ფერადი გარსის- ირისის, ქორიონული გარსის და ცილარული სხეულის ანთებას. გამომწვევი მიზეზებია: თვალის ტრავმა, აუტოიმუნური დაავადებები როგორიც არის:
- სარკოიდოზი, მაანკილოზირებელი სპონდილიტი. ანთებითი დაავადებები: კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი. ინფექციები: ჰერპეს ზოსტერი, ათაშანგი, ტოქსოპლაზმოზი, ტუბერკულოზი და სხვა. აგრეთვე ლიმფომა.
- უვეიტის სიმპტომებია: მხედევლობის დაქვეითება, დაბინდული მხედველობა, ტკივილი, თვალის სიწითლე, სინათლის შიში.
- დიაგნოსტიკა ხორციელდება ანამნეზის შეკრებით, ოფთალმოლოგიური კვლევებით, ინფექციებზე გამოკვლევით.
- მკურნალობა მოიცავს: ანთების საწინააღმდეგო ტოპიკურ კორტიკოსტეროიდებს, ანტიმიკორბულ და ანტივირუსულ მედიკამენტებს. მძიმე ფორმების დროს რეკომენდირებულია ქირურგიული ჩარევა.