ვაშლი

24 May, 2022

ვაშლი და ჩვენი ჯანმრთელობა.

ვაშლი შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით რკინას. ვიტამინებიდან – C, E, B1, B2, B6, PP ვიტამინებს, კაროტინსა და ფოლიუმის მჟავას .

ვაშლი და მისი სასარგებლო თვისებები

ვაშლში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს. აჯანსაღებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას,მიჩნეულია ერთ-ერთ მძლავრ ანტიოქსიდანტად, რომელიც ფილტვებს თამბაქოს კვამლისა და ჰაერში არსებული მავნე ნაერთების ზემოქმედებისგან იცავს. ვაშლის რეგულარული მიღება აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ნაწლავთა მიკროფლორას.გამოირჩევა სუსტი შარდმდენი მოქმედებით. აგრეთვე ვაშლის თესლი შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, მათ შორის იოდს .