წესები, რომლებიც გარუჯვის დროს უნდა დაიცვათ

24 May, 2022

არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც გარუჯვის დროს უნდა დაიცვათ.

ერთ-ერთი წესი – აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები, რომელიც უნდა შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპის მიხედვით.

ყველა კრემზე უნდა იყოს მითითებული მზისგან დამცავი ფაქტორის საერთაშორისო სტანდარტი SPF, რაც უფრო მაღალია ინდექსი, მით უფრო მაღალია მისი მოქმედება.

მაგალითად: თუ თქვენ იწყებთ დაწვას მზეზე 10 წუთის ყოფნის შემდეგ, მაშინ მზისგან დამცავი კრემის SPF 10 -ის გამოყენება გაახანგრძლივებს „თვითდაცვის დროს“ 10-ჯერ.
დამცავი საშუალება გამოყენეთ მზის აბაზანის მიღებამდე 30-45 წუთით ადრე. წაისვათ სქლად და თანაბრად. მოქმედების ხანგრძლივობა 2 -3 საათია .