წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების პრევენცია

24 May, 2022
წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების პრევენცია მოიცავს 50 წლის ზევით ასაკის ყველა მამაკაცში PSA (პროსტატის სპეციფიური ანტიგენის) განსაზღვრას. ასევე რეკომენდებულია:

  • საკვებ რაციონში ცხოველური ცხიმის შემცირება, რაც ზრდის წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს.
  • მოწოდებულია მცენარეულ ცხიმზე დამზადებული საკვების მიღება.
  • საკვებ რაციონში აუცილებელია გაიზარდოს ხილის და ბოსტნეულის რაოდენობა, რომლებიც ჭარბად შეიცავენ ვიტამინებს და მინერალებს და ამცირებენ წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს.
  • რეკომენდებულია საკვებ რაციონში თევზის ხშირად ჩართვა – ორაგული, ქაშაყი, სკუმბრია. ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით ომეგა 3-ს, რომლებიც ასევე ამცირებენ წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს.
  • რეკომენდებულია რეგულარული ფიზიკური აქტივობა, წონაში კლება. მამაკაცებში, რომელთა სხეულის მასის ინდექსი არის 30კგ/მ2 და მეტი, იზრდება წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი.