წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნე
წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა მამაკაცებში. დაავადების განვითარების რისკი იზრდება 50 წლის ასაკიდან. უფრო ხშირია შავკანიანებში და მსუქან პირებში.
წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის სიმპტომებია: შარდვის გაძნელება, სისხლიანი შარდვა, ტკივილი და დისკომფორტი მცირე მენჯის არეში, ძვლების ტკივილი, ერექციული დისფუნქცია.
დიაგნოსტიკა: რექტალური გასინჯვა, PSA ( პროსტატის სპეციფიური ანტიგენის) განსაზღვრა, საშარდე სისტემის ულტრასონოგრაფია, წინამდებარე ჯირკვლის ბიოფსია.
მკურნალობა მოიცავს ქირურგიული მკურნალობას, რადიაციულ და ქიმიოთერაპიას.