ძილის დამბლა

24 May, 2022

ძილის დამბლა ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობაა, რომელიც ძილის და ღვიძილის ზღურბლზე ვითარდება. მოვლენა დროებითია და ორ წუთში ქრება. სხეული პარალიზებულია, მხოლოდ სუნთქვა და თვალების ამოძრავებაა შესაძლებელი. დამახასიათებელია მოგუდვის ან დახრჩობის მსგავსი შეგრძნება, უცხო ხმის ან ნაბიჯების მსგავსი ბგერების გაგონება, მუქი ჩრდილების დანახვა, ასევე ოთახში ვიღაცის არსებობის შეგრძნება, თითქოს მკერდზეც რაღაც გაწვება და სულს გიხუთავს. იღვიძებ, მაგრამ განძრევა არ შეგიძლია. წევხარ საწოლში, სრულიად საღი გონებით, მაგრამ იაზრებ, რომ რაღაც უცნაური ხდება.
ძილის დამბლას სიცოცხლის განმავლობაში ადამიანთა 50 % განიცდის. უფრო ხშირად ძილის პირველი ეპიზოდი დგება 10-20 წლის ასაკში და ასაკთან ერთად ძილის დამბლის სიმპტომები იკლებს.