ქალებისთვის

24 May, 2022

საშვილოსნოს პოლიპი- არის უცხო სხეული, ერთგვარი კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც საშვილოსნოს ამომფენი ქსოვილისგან – ენდომეტრიუმისგან წამოიქმნება , როგორც ერთეული ,ისე მრავლობითი სახით , როგორც საშვილოსნოს ღრუში, ისე ცერვიკალურ არხში და საშვილოსნოს ყელზეც.მის ჩამოყალიბებაზე მეტ-ნაკლებად გავლენას ახდენს ჰორმონალური ცვლილებები და ქრონიკული ანთებითი დაავადებები.

რა კლინიკური სიმპტომების საფუძველზე შეიძლება ვიეჭვოთ საშვილოსნოს პოლიპის არსებობა?
არარეგულარული მენსტრუალური სისხლდენა – მაგალითად ხშირი, მოულოდნელი, სხვადასხვა ხანგრძლივობის და სიმძიმის პერიოდები, საშოდან სისხლდენა მენოპაუზის შემდეგ,სისხლდენა პერიოდებს შორის.

დიაგნოსტირება
დიაგნოსტირების მიზნით ტარდება ულტრაბგერითი სკანირება და ჰისტეროსკოპია.