როგორ ამოვიცნოთ კოლაფსი

24 May, 2022

ბავშვებში ხშირია ე.წ. გულის წასვლა-კოლაფსი

როგორ ამოვიცნოთ კოლაფსი და რა პირველადი დახმარება უნდა გაეწიოს ბავშვს ამ დროს?

ბავშვი ფერმკრთალია, პულსი აჩქარებულია, მაგრამ სუსტია, ცნობიერება დაკარგულია. დააწვინეთ ბავშვი სწორ ზედაპირზე, თავით ოდნავ ქვევით – ტანის დონეზე უფრო დაბლა.
ხელები და ფეხები ზევით აუწიეთ (ასეთი მდებარეობა ხელს უწყობს თავის ტვინის სისხლით უკეთ მომარაგებას.) თბილად დააფარეთ.