ვარჯიში ასაკოვან ადამიანებში აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს და მეხსიერებას

24 May, 2022

   ჩვეულებრივ, ადამიანში 65 წლის ასაკის შემდეგ იწყება გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება. ახალი კვლევა გვიჩვენებს, რეგულარული ფიზიკური აქტიურობა მნიშვნელოვან დადებით გავლენას ახდენს ასაკოვანი ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე და მეხსიერებაზე.

   კვლევის მიხედვით, რეგულარული ვარჯიში ზრდის თავის ტვინის ზოგიერთი ნაწილის მოცულობას და აუმჯობესებს მეხსიერებას.